Ბ
ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორი
domainბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
ლოკაციათბილისი
ანაზღაურება1500-1800 ლარი
ელ-ფოსტაvacancy@btu.edu.ge
წყაროjobs.ge
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
hubპორტალების მიხედვით:
work_outline
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
hr.ge 22/09/2026
ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
domainჯორჯიან აირ ლინკი
location_on თბილისი შეთანხმებით
jobs.ge 16/09/2026
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
domainAuto Home
location_on თბილისი 1700 ლარი
jobs.ge 18/09/2026
ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
domainGeorgian AirLink
location_on თბილისი შეთანხმებით
jobs.ge 15/09/2026
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
domainსახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
location_on თბილისი შეთანხმებით
"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- * ბტუ-ს საკადრო პოლიტიკის განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
- * ვაკანტურ პოზიციებზე პერსონალის მოზიდვისა და შერჩევის პროცესების ორგანიზება;
- * კონკურსების, გასაუბრებების, ტესტირებისა და პერსონალის შერჩევის სხვა პროცედურების ორგანიზაციული მხარდაჭერა;
- * პერსონალის მიღების, გადაყვანისა და გათავისუფლების პროცესების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის დროული მომზადება;
- * შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება და თანამშრომელთა პირადი საქმეების დაკომპლექტება/წარმოება;
- * ადამიანური რესურსების საინფორმაციო ბაზის წარმოება და მონაცემების განახლება;
- * პერსონალის შესახებ ინფორმაციის შესაბამის რეესტრებსა და ბტუ-ს შიდა ბაზებში ასახვისთვის საჭირო მასალების მომზადება;
- * ბტუ-ს სტრუქტურული ერთეულებისა და პერსონალისთვის საჭირო დოკუმენტაციის, ცნობებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
- * ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის სამუშაო დროის აღრიცხვასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;
- * პერსონალის სტაბილურობის, მოძრაობისა და დენადობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;
- * პერსონალის მიერ შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვის მონიტორინგში მონაწილეობა;
- * პერსონალის აზრის შესწავლის მიზნით გამოკითხვების ორგანიზებაში მონაწილეობა და მიღებული შედეგების პირველადი დამუშავება;
- * კონკურსების, ატესტაციებისა და შესაბამისი კომისიების მუშაობის ორგანიზაციულ-ინფორმაციული მხარდაჭერა;
- * სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქციებიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * არანაკლებ ბაკალავრიატში სწავლების მეორე აკადემიური წელი;
- * ანალოგიური ფუნქციების შესრულების გამოცდილება ან ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში წარმატებით გავლილი სტაჟირება;
- * საქართველოს შრომის კოდექსისა და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების ცოდნა;
- * საოფისე პროგრამებთან მუშაობის კარგი უნარი;
- * დოკუმენტაციის წარმოებისა და ინფორმაციის სისტემატიზების უნარი;
- * ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- * რამდენიმე ამოცანის პარალელურად მართვისა და გუნდურად მუშაობის უნარი.
პიროვნული თვისებები:
- * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- * ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- * დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- * კონფიდენციალურ ინფორმაციასთან პასუხისმგებლობით მუშაობის უნარი;
- * კომუნიკაბელურობა;
- * ინიციატივიანობა და პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებულობა;
- * გუნდური მუშაობის უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- * რეზიუმეს გადარჩევა;
- * გასაუბრება;
- * საჭიროების შემთხვევაში დავალების შესრულება.
სამუშაო ადგილი და პირობები:
- * სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82;
- * სამუშაო განრიგი - სრული განაკვეთი 10:00-18:00 ან 09:00-17:00
შრომის ანაზღაურება 1500-1800 ლარი, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე - vacancy@btu.edu.ge; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორი".
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 5 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით vacancy@btu.edu.ge.
შენიშვნა:
- * ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
- * პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ, მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა - კანონმდებლობით დადგენილი ვადით.