ადმინისტრატორი Build A Bear-ის სახელოსნოში
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ადმინისტრატორი - კორპორატიული ბიზნესი
ადმინისტრატორი/რეგისტრატორი
ადმინისტრატორი
სასტუმროს ადმინისტრატორი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xstoys" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე, Build A Bear-ის სახელოსნოში, გრანდმოლში ქალაქ ბათუმში.
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ოთხი თბილისში და ეორი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.
ჩვენთან გელოდებათ:
- * კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- * კომფორტული სამუშაო გარემო;
- * ჯანმრთელობის დაზღვევა;
- * და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ძირითადი მოვალეობები:
- * მაღაზიის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და მართვა
- * მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
- * მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება
- * სალაროს მართვა და დღის შემოსავლის აღრიცხვა
- * პროდუქციის განლაგებისა და მოწესრიგების მონიტორინგი
- * გაყიდვების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება
ძირითადი მოთხოვნები:
- * ინგლისური ენის ცოდნა
- * მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია)
- * კომპიუტერული უნარები (MS Office, სალარო სისტემები)
პიროვნული მახასიათებლები:
- * ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- * კომუნიკაციის და დროის მართვის უნარი
- * მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: anvoljobs@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ადმინისტრატორი - გრანდმოლი ბათუმი)
სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!