Ს
languagehr.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 06/10/2026scheduleბოლო ვადა: 04/11/2026

ადმინისტრატორი

domainსასტუმრო ტიფლისი პალასი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროhr.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

შპს. „გლორია“ მართავს ორ სასტუმროს - „ტიფლის პალასს“, რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო, (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს „ტიფლის ვერანდას“) და „Grand Gloria“-ს - გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს.

კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.

შპს „გლორია“ აცხადებს ვაკანსიას „ადმინისტრატორის“ პოზიციაზე.

მდებარეობა : ქ.თბილისი გორგასლის 3

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ჩვენ გთავაზობთ:

მეგობრულ სამუშაო გარემოს,კარიერული განვითარების შესაძლებლობას,კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას,კვებით უზრუნველყოფას.

ფუნქცია-მოვალეობები:

სტუმრების მიღება და ნომრებში განთავსების უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების დაცვით;სტუმართა რეგისტრაციისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის ამოღება, დამუშავება და დადგენილი ფორმების შევსება;ჯავშნების განხორციელება;სატელეფონო ზარებზე პასუხი;სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება.

მოთხოვნები:

მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;უმაღლესი განათლებაინგლისური და რუსული ენების ცოდნაპასუხისმგებლობის გრძნობა;გუნდური მუშაობის უნარი;დეტალებზე ორიენტირებულობა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 6 ნოემბერი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: hr@tiflispalace.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,, ადმინისტრატორი“ რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. ,, გლორია“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე(CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში - “კანონის”) მიზნებისთვის.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ “კანონის” მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 6 თვის ვადით, რაც გონივრულ ვადას წარმოადგენსშპს “გლორია“-ს (სარეგისტრაციო ნომერი: 404379338; საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 02 45; მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N 3; ელ. ფოსტა: reservation@tiflispalace.ge)(შემდგომში - „კომპანია“) საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დამატებით, აგრეთვე მოგახსენებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა “კომპანიის” ელ. ფოსტაზე დაკავშირების ან წერილობითი მომართვის გზით.