აღმასრულებელი დირექტორი - ჯეო ორგანიკსი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
აღმასრულებელი დირექტორი
აღმასრულებელი დირექტორი
აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი
აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი
ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგია საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს.
,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა ,,შპს ჯეო ორგანიკსი“, რომლის ძირითადი საქმიანობის სფერო ლურჯი მოცვის წარმოება და რეალიზაციაა.
,,შპს ჯეო ორგანიკსი“ აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისი, პერიოდული მივლინებები თბილისში.
სამუშაო განაკვეთი: სრული
პოზიციის ძირითადი მიზანია:
კომპანიის საოპერაციო საქმიანობის დაგეგმვა. მათ შორის გუნდთან ერთად აგროტექნიკური გეგმის შემუშავება.ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა, როგორიცაა - პერიოდულად სარწყავი არეხების, გზების და ბაღის ტერიტორიაზე საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მოვლის ზედამხედველობა.კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის მართვა - პლანტაციის მოვლასთან დაკავშირებული აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელება, კრეფის ორგანიზება. საერთაშორისო გამოცდილებისა და უახლესი სტანდარტების გაცნობა (მათ შორის პარტნიორებთან თანამშრომლობის მეშვეობით) და ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვა.კომპანიის გუნდის მართვა.კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება - ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, აგრონომიის, ბიოლოგიის ან შესაბამისი სპეციალობით.5 წლიანი გამოცდილება საოპერაციო საქმიანობისა და ბიზნესის მხარდაჭერის სფეროში, მათ შორის სასურველია გამოცდილება კვების პროდუქტების ან/და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.გუნდის მართვის გამოცდილება.ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ არაუგვიანეს 2026 წლის 5 ოქტომბრისა შეავსოთ მოცემული ველები ბმულზე: https://icrcorp.selfrecruit.ge/ba5aebf6-a718-4a00-8d55-4900b81b7791
გისურვებთ წარმატებას!