Ე
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 29/09/2026scheduleბოლო ვადა: 02/11/2026

აკადემიური თანამდებობები

domainევროპის უნივერსიტეტი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

შპს "ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემდეგი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

არქეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში:

არქეოლოგიის მიმართულება (აკადემიური ნიშნით): სამი ასოცირებული პროფესორის ვაკანსია

ეკონომიკის მიმართულება (აკადემიური ნიშნით): ერთი ასოცირებული პროფესორის ვაკანსია

ანთროპოლოგიის მიმართულება (აკადემიური ნიშნით): ერთი ასოცირებული პროფესორის ვაკანსია

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში:

კერძო სამართლის მიმართულება (პროფესიული ნიშნით) - ერთი ასოცირებული პროფესორის ვაკანსია

ინგლისური ენის მიმართულება (აკადემიური ნიშნით) - ერთი ასოცირებული პროფესორის ვაკანსია

კერძო სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში: კერძო სამართლის მიმართულება (აკადემიური ნიშნით) - ორი ასოცირებული პროფესორის ვაკანსია

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • * ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
  • * ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
  • * შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან იყოს მათი თანაავტორი
  • * ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (პროფესიული ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • * ჰქონდეს მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
  • * ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
  • * არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში
  • * ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება

საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • * განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება მხოლოდ ერთ პოზიციაზე/ერთ სფეროში.
  • * ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე)
  • * პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • * კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დიპლომის არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
  • * შესაბამის დარგში პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • * უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები და საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • * შესაბამისი სილაბუსები (ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია);
  • * "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.

კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის "პერსონალის შერჩევის წესის" შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

  1. პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
  1. მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

კონკურსის ვადები:

  • * კონკურსი გამოცხადებულია 2026 წლის 29 სექტემბრიდან;
  • * აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით;
  • * კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2026 წლის 9 ნოემბერს;
  • * კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2026 წლის 16 ნოემბერს;
  • * კონკურსის შედეგების გაცნობა კონკურსანტებისთვის არაუგვიანეს 2026 წლის 17 ნოემბერს;
  • * კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2026 წლის 18 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური, ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76; ტელ: 032 2 000 171