Ი
languagehr.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 02/10/2026scheduleბოლო ვადა: 31/10/2026

ამბულატორიული განყოფილების რეგისტრატორი

domainინოვა
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1000 ლარი
hub
წყაროhr.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

შპს "ინოვა" აცხადებს ვაკანსიას ამბულატორიული განყოფილების რეგისტრატორის პოზიციაზე

შპს "ინოვა" მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც თბილისში 2015 წლის ოქტომბრიდან გაიხსნა და პაციენტებს კომფორტულ სივრცესა და მაღალპროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს. ინოვა დაფუძნდა წამყვანი ექიმებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების თანაპარტნიორობის შედეგად.

ინფორმაცია თანამდებობაზე:

სავარაუდო ანაზღაურება: 1000 ლარი.

სამუშაო რეჟიმი: ორშაბათი - პარასკევი 09:00-18:00, ყოველი მესამე შაბათი 10:00 დან 14:00 მდე

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ზ.ანჯაფარიძის II შესახვევი,#6

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

პაციენტების სამედიცინო ისტორიების გახსნა კლინიკის შიდა პროგრამაში (1C პროგრამა)ინფორმაციის პროგრამული ასახვა მაქსიმალური სიზუსტით პაციენტთან დაკავშირებული მონაცემების პროგრამული აღრიცხვის პროცედურის შესაბამისად;რეგისტრაციის შემდეგ პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ამბულატორიული სივრცეების შესახებ;საგარანტიო წერილების ვალდებულებების გადამოწმება;პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება თანაგადახდის თაობაზე;დღის განმავლობაში მიღებული საგარანტიო წერილების (პროცედურის თანახმად) გადამისამართება ანგარიშგების მენეჯერთან;დღის განმავლობაში მიღებული თანხის, ჩეკებისა და რეპორტის მიწოდება ბუღალტერიის დეპარტამენტთან;სალაროში არსებული საბრუნი თანხის კონტროლი;პაციენტების მომსახურება სერვის პლიუსით განსაზღვრული მომსახურების სტანდატების დაცვით;კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნქცია–მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება;გამართული მეტყველება ქართულად;უცხო ენების ცოდნა - ინგლისური ან რუსული (საკომუნიკაციო დონეზე);

ცოდნა და უნარები:

ეფექტური კომუნიკაციის უნარი;სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;დროის მართვის უნარი;ანალიტიკური აზროვნება;დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 592 10 26 04

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/HOFedU7