ანაზღაურებადი სტაჟირება - დამწყები აუდიტორი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ანაზღაურებადი სტაჟირება განვადების მენეჯერი
ანაზღაურებადი სტაჟირება - დამწყები აუდიტორი
ანაზღაურებადი სტაჟირება აქტივების მონიტორინგის მიმართულებით
ანაზღაურებადი სტაჟირება - ელექტრო მოწყობილობების ინჟინერი
ბიზნეს საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია - "TaxInfo" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას დამწყები აუდიტორის პოზიციის დასაკავებლად.
დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:
- * ვაკანსიის დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება დამწყები აუდიტორის პოზიციის დასაკავებლად;
- * სამუშაოს ტიპი: სრული;
- * სამუშაო ანაზღაურება: 1200 ლარი (net, გადასახადების გარეშე)
- * სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
- * სამუშაო საათები: 10:00-19:00 ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-17:00 პარასკევი (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად კორექტირდეს აპლიკანტის მოთხოვნისამებრ);
- * სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ჩათვლით);
- * ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
- * საოფისე პროგრამა Excel-ის სრულყოფილი ცოდნა
დამატებითი (არასავალდებულო) მოთხოვნები (პრიორიტეტულობის მიხედვით):
- * ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ცოდნა;
- * ფასს სტანდარტების ცოდნა;
- * საგადასახადო დაბეგვრის პრინციპების ცოდნა;
- * ინგლისური ენის ცოდნა;
- * რუსული ენის ცოდნა.
მოვალეობები:
- * ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიებში;
- * საგადასახადო-აღრიცხვა ანგარიშგება: საგადასახადო დეკლარაციების და სხვა სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა;
- * მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიების აღრიცხვა-ანგარიშგების საგადასახადო/ფინანსური აუდიტი.
ჩვენ გთავაზობთ:
- * პროფესიული ზრდის უნიკალურ შანსს: დროის მცირე პერიოდში მოახდინოთ ერთდროულად ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვა ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საფუძვლიანი ცოდნა-გამოცდილების დაგროვება;
- * საუკეთესო სამუშაო პირობებს;
- * უფასო ტრენინგებს საგადასახადო კანონმდებლობაში;
- * სტაჟირების დამთავრების შემდეგ დამწყები აუდიტორის პოზიციაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას
შერჩევის პროცედურა:
1 ეტაპი: რეზიუმეს განხილვა და ტესტირებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა;
2 ეტაპი: შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ტესტირება ბუღალტრულ აღრიცხვაში;
3 ეტაპი: ფინალური გასაუბრება
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: taxinfo.ge@gmail.com
პერსონალურ მონაცემთა დაცვა:
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ქართული ბიზნეს კონსალტინგ ჯგუფის" (ს/ნ 404379203) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.