ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ და შესაბამისობის განყოფილებაში
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
სესხის ოფიცრის ანაზღაურებადი სტაჟირება - ბათუმი
სესხის ოფიცრის ანაზღაურებადი სტაჟირება - ქობულეთი
სესხის ოფიცრის ანაზღაურებადი სტაჟირება - ქობულეთი
სესხის ოფიცრის ანაზღაურებადი სტაჟირება ხაშურის სერვისცენტრში
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/Zagldt9c
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, დაგაინტრესებს ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიული და შესაბამისობის განყოფილებაში.
· სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ, 24ბ;
· განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;
პარასკევი 10:00-17:00 სთ;
შენი, მთავარი ფუნქციები იქნება:
სამართლებრივი დოკუმენტაციის, მათ შორის: ხელშეკრულებების, წერილების/უარის წერილების, განცხადებების, ცნობების მომზადება;
კაომპანიის ზარალების რეგულირების პროცესში მონაწილეობა;
მომხმარებელთა მოთხოვნების/უკმაყოფილებების/განცხადებების განხილვასა და საპასუხო კორესპონდენციის მომზადებაში მონაწილეობა;
კომუნიკაცია საჯარო და კერძო დაწესებულებებთან, საჭირო საკითხების დაზუსტება, დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გაცვლა;
სასამართლო დავებში იურიდიული და შესაბამისობის განყოფილების შესაბამისი თანამშრომლის დახმარება სათანადო დოკუმენტაციის მომზადებასა და სასამართლო წარმომადგენლობაში;
ბრძანებების პროექტების მომზადება;
კომპანიის შიგნით დოკუმენტაციის მოძიება, ინფორმაციის დაზუსტება, სხვადასხვა განყოფილებებთან ურთიერთობა, შექმნილი/მოძიებული დოკუმენტაციის სათანადო წესით დაარქივება;
უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
გამოგვეხმაურე, თუ:
ხარ სამართლის მეოთხე კურსის სტუდენტი ან გაქვს სამართლის უმაღლესი იურიდიული განათლება;
იცი საოფისე კომპიუტერული პროგრამები;
ვეძებთ ჩვენიანს:
პასუხისმგებლიანს;
დეტალებზე ორიენტირებულს;
ორგანიზებულს;
თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე CV