Ბ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 25/09/2026scheduleბოლო ვადა: 25/10/2026

ანაზღაურებადი სტაჟირება - ლაბორანტი

domainბიოქიმფარმი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

GMP-ისა და ISO 9001-ის სერტიფიცირებული "ბიოქიმფარმი" ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.

კომპანიაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://biochimpharm.ge/

ადგილმდებარეობა: საბურთალო, ლევან გოთუას ქ. N3

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • * კვალიფიციურ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • * GMP სტანდარტთან მუშაობის პრაქტიკული ცოდნის მიღებას;
  • * პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • * სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმების შესაძლებლობას;
  • * ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
  • * ჯანმრთელობის დაზღვევას.

"ბიოქიმფარმი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ლაბორანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • * ლაბორატორიული ნარჩენების გაუვნებელყოფა;
  • * ლაბორატორიული ჭურჭლის რეცხვა-სტერილიზაცია;
  • * საკვები ნიადაგების მომზადება მიკრობიოლოგიური ლაბორატორიებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * სასურველია უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • * სასურველია ფარმაცევტულ წარმოებაში ან სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • * დროის მართვისა და სამუშაოს განაწილების უნარი;
  • * წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • * დახურულ სივრცეში მუშაობის უნარი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავალდებულო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუმცა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@geophage.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.