Ს
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 05/11/2026

ანაზღაურებადი სტაჟირება შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტში

domainსაქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
location_on
ლოკაციათბილისი, გარდაბანი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტში.

არსებითი პირობები:

  • * სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი / ქ.გარდაბნი
  • * სამუშაოს გრაფიკი: სასწავლო პროცესთან შეთავსებით.
  • * სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
  • * სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე

ძირითადი მოვალეობები:

კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

  • * უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია საინჟინრო, ენერგეტიკის ან მომიჯნავე მიმართულებით).
  • * შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის სერტიფიკატი (სასურველია).
  • * ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია).
  • * ენერგეტიკის ან საინჟინრო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
  • * საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

  • * გაწონასწორებულობა;
  • * დისციპლინა;
  • * ორგანიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV: hr@giec.ge

შერჩევის პროცესი დაიწყება განაცხადების მიღების პარალელურად, ამიტომ, ნუ დააყოვნებთ რეზუმეს გაზიარებას.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (ს/კ:230866783) (შემდგომში "კომპანია") მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე hr@giec.ge

კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.