Ა
languageawork.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 30/09/2026scheduleბოლო ვადა: 30/10/2026

არამედიკამენტების კატეგორიის მენეჯერი(სამედიცინო ტექნიკა)

domainავერსი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროawork.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას არამედიკამენტების კატეგორიის მენეჯერის (სამედიცინო ტექნიკა) პოზიციაზე ძირითადი მოვალეობები: სამედიცინო ტექნიკის(წნევის აპარატები, გლუკომეტრები, პულსომეტრები) კატეგორიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, ადგილობრივი ბაზრის საჭიროებების გათვალისწინებით; ექიმებთან და კლინიკებთან ეფექტური თანამშრომლობა პროდუქციის ცნობადობის ზრდისა და გაყიდვების მხარდაჭერის მიზნით; მარკეტინგის გუნდთან კოორდინაცია სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში; გაყიდვების ზრდის სტიმულირება და შედეგების მონიტორინგი; მომგებიანობის ანალიზი და ფასების სტრატეგიის ოპტიმიზაცია; კონკურენტული გარემოს მუდმივი ანალიზი და შესაბამისი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება; მომწოდებლებთან კომერციულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა და ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა; გაყიდვების მონაცემებისა და მომხმარებელთა უკუკავშირის სისტემური ანალიზი; შიდა გუნდებთან (მარკეტინგი, შეკვეთები, გაყიდვები, სწავლება) ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია; კატეგორიის განვითარების მხარდასაჭერად პრომო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება. მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, მარკეტინგი ან ანალოგიური მიმართულებით); მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია); სამედიცინო ან საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება; კომერციული პროცესების ცოდნა (ფასწარმოქმნა, პროდუქტის მარკეტინგი, გაყიდვების სტიმულირება); მონაცემთა ანალიზისა და რეპორტინგის უნარი; ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B2 დონე (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); საოფისე პროგრამების (MS Excel, 1C ERP) კარგი ცოდნა. საჭირო უნარები და პიროვნული მახასიათებლები: პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგებზე ორიენტირებულობა; ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი; ეფექტური მოლაპარაკების უნარი; კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი; ინიციატივიანობა და კრეატიულობა; დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 28.10.2026 წელი . ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1565 ); 557577442 აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/ZYumgwRdqq შენიშვნა : წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.