Ბ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 26/09/2026scheduleბოლო ვადა: 26/10/2026

არქიტექტორი

domainბათუმი ინვესტმენტი
location_on
ლოკაციაბათუმი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

სამშენებლო კომპანია შპს "ბათუმი ინვესტმენტი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • * გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00;
  • * ანაზღაურება: 5, 000 ლარი;
  • * პირველ ეტაპზე, გათვალისწინებულია 3-თვიანი გამოსაცდელი ვადა;
  • * ადგილმდებარეობა: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ჩაქვი, ხიმშიაშვილის ქ #1.

ჩვენ გთავაზობთ:

  • * თანამშრომლობაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • * მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • * კარიერული ზრდის პერსპექტივას.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელსაც აქვს არქიტექტურული საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება, ორიენტირებულია მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვაზე და გამოირჩევა პასუხისმგებლობითა და მოტივაციით დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • * არქიტექტურული ესკიზებისა და ვიზუალური კონცეფციების შექმნა;
  • * მშენებლობის ნებართვისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
  • * არქიტექტურული პროექტის მუშა ნახაზებისა და სრული დოკუმენტაციის შედგენა;
  • * სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება 41-ე დადგენილება და სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების გათვალისწინებით (მუნიციპალიტეტში წარსადგენად);
  • * ბინების დიზაინის და მუშა ნახაზების მომზადება;
  • * მომიჯნავე დარგებთან (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.) თანამშრომლობის გამოცდილება;
  • * არქიტექტურული ნახაზების კორექტირება საჭიროების შესაბამისად;
  • * სპეციფიკაციების შედგენა და საპროექტო მოცულობების ამოთვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * არქიტექტურის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;
  • * არქიტექტორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება არქიტექტორის პოზიციაზე;
  • * მშენებლობის ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა;
  • * AutoCAD, SketchUp და ArchiCAD პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • * Photoshop-ის ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება);
  • * სასურველია რენდერების მოსამზადებლად საჭირო რომელიმე პროგრამის ცოდნა;
  • * Microsoft Office (Word, Excel, Outlook) და PDF რედაქტორების საბაზისო ცოდნა;
  • * სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • * გუნდურ მუშაობასა და დროის ეფექტიან მართვაზე ორიენტირება.

პიროვნული უნარები:

  • * ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • * კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Ltd.batumiinvestment@gmail.com

სათაურში აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენი განაცხადი შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ შერჩევის პროცესის და შესაძლო თანამშრომლობის მიზნით, არაუმეტეს 1 წლის ვადით.

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!