არქიტექტორი/მხაზველი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
არქიტექტორი
არქიტექტორი
არქიტექტორი
ჯუნიორ არქიტექტორი
"ლურსმენი" არის არქიტექტორული კომპანია, რომელიც მუშაობს არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით: როგორც ექსტერიერის, ისე-ინტერიერის განხრით.
კომპანია თანამშრომლობს დამკვეთებთან როგორც ქართულ, ისე- უცხოურ ბაზარზე.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს - არქიტექტორის (მხაზველის) პოზიციაზე!
მოვალეობები:
- * არქიტექტურული პროექტების შედგენა;
- * პროექტის შესაბამისად შიდა და გარე დიზაინის მომზადება; მუშა ნახაზების შედგენა;
- * საპროექტო დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა, ანალიზი და შეფასება პროექტის მსვლელობის ნებისმიერ ეტაპზე;
- * საესკიზო პროექტებისა და არქიტექტურული კონცეფციების შესრულება;
- * პროექტის ვადების დაცვა;
- * ხელმძღვანელისთვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარე, სამომავლო და დასრულებულ პროექტებზე;
- * კომპეტენციის ფარგლებში და კვალიფიკაციის შესაბამისად სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.
პროფესიული უნარები:
- * AutoCAD-ის სრულყოფილად ფლობა, ასევე სტანდარტული საოფისე პროგრამული პაკეტის ცოდნა;
- * სასურველია საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებისა და შესრულების სტანდარტების ცოდნა;
Რას ვითხოვთ შენგან?
- * განათლება არქიტექტურის მიმართულებით ან მომიჯნავე დარგებში;
- * ინგლისური ენის ცოდნას;
- * სამუშაო გამოცდილება 1 წლიდან.
შენთვის საინტერესო დეტალები:
- * სამუშაო საათები 10:00 - 19:00; 5 სამუშაო დღე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);
- * Აანაზღაურებადი შვებულება -24 სამუშაო დღე
- * Აანაზღაურება 800-1000 ლარი (გამოსაცდელ პერიოდში)
Რას გთავაზობთ ჩვენ?
- * მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
- * განვითარების პერსპექტივას;
- * საინტერესო და კრეატიულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
განვიხილავთ კანდიდატებს მხოლოდ რეზიუმეთი და პორტფოლიოთი, შეგიძლიათ ატვირთოთ PDF ფაილები შემდეგ ელ-ფოსტაზე:hradmin@bluewaters.ge
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.