Ს
languagehr.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 03/11/2026

ავეჯის გაყიდვების წარმომადგენელი / პროექტის მენეჯერი

domainსამერი ჯგუფი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროhr.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

„სამერი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას: ავეჯის გაყიდვების წარმომადგენელი / პროექტის მენეჯერი

ვინ ვართ ჩვენ:

„სამერი ჯგუფი“ არის პრემიუმ ხარისხის ინტერიერის კარისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თავად უზრუნველყოფს დიზაინს, წარმოებასა და საბოლოო მონტაჟს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებია მაღალი სტანდარტები, პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ. მრავალწლიანი გამოცდილებითა და სანდო რეპუტაციით, ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია.

რატომ „სამერი ჯგუფი“?

ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ:

იმუშავებ გარემოში, სადაც შენი პროფესიული ცოდნა პირდაპირ განსაზღვრავს შედეგს და დაფასდება როგორც ფინანსურად, ისე კარიერულად;ჩაერთვები პროექტებში, რომლებიც მოითხოვს ტექნიკურ აზროვნებას, კონსულტაციასა და პროცესების მართვას - აქ ყოველი დღე სტანდარტული რუტინა არ არის;გექნება პასუხისმგებლობა და თავისუფლება გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც რეალურ განვითარებას უზრუნველყოფს;მიიღებ კონკურენტულ ანაზღაურებას;იმუშავებ სტაბილურ, კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოში, სადაც გუნდის თითოეული წევრი ერთიან შედეგზეა ორიენტირებული;

პოზიციის შესახებ:

ეს არის ჰიბრიდული როლი, რომელიც აერთიანებს გაყიდვების წარმომადგენლისა და პროექტის მენეჯერის ფუნქციებს.

ვაკანსია განკუთვნილია გამოცდილ პროფესიონალზე, რომელსაც შეუძლია მართოს პროექტის სრული ციკლი, კომუნიკაციის დამყარებიდან - საბოლოო ჩაბარებამდე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

მომხმარებლებთან კომუნიკაცია ავეჯის მიმართულებით (ინბოქსი, სატელეფონო ზარები, პირისპირი შეხვედრები)მათი საჭიროებების ზუსტი განსაზღვრა და დეტალური კონსულტაციის გაწევაშეკვეთის კომერციული და ტექნიკური მართვა:

კითხვებზე სრულყოფილი პასუხების გაცემაავეჯის შეკვეთის განფასების მომზადებაპროექტის მენეჯმენტი შეკვეთიდან საბოლოო ჩაბარებამდე:

პროცესების კოორდინაციამომხმარებელთან უწყვეტი კომუნიკაციახარისხისა და დროული ჩაბარების კონტროლი

მოთხოვნები:

არქიტექტურული და ავეჯის ნახაზების წაკითხვის უნარიმინიმუმ 2+ წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, ავეჯის მიმართულებითB კატეგორიის მართვის მოწმობაძლიერი კომუნიკაციის უნარებიმაღალი ორგანიზებულობა და პროცესების მართვის უნარიშედეგებზე ორიენტირებული მუშაობა

პირობები:

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან

გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი | 10:00-19:00

როგორ შეიტანოთ განაცხადი:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@samerygroup.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ავეჯის გაყიდვების წარმომადგენელი / პროექტის მენეჯერი“