ავტო სესხის ოფიცერი რუსთავის სერვისცენტრში
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ავტო სესხის ოფიცერი
ავტო სესხის ოფიცერი გორის სერვისცენტრში
ავტო სესხის ოფიცერი
ავტო სესხის ოფიცერი თბილისში
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/LgrpRgvc
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია:ავტო სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: გორი
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
კორპორატიულ ღონისძიებებს;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
სამუშაოს აღწერა:
კლიენტისთვის ავტო სესხის პირობებისა და პროდუქტის უპირატესობების გაცნობა;
ავტო-სატრანსპორტო საშუალების შეფასება;
პოტენციური კლიენტების მოძიება;
სესხის გაცემასთან დაკავშირებული სრული ციკლის წარმოება:
რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის;
სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაცია და ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
სასურველია საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 26 ოქტომბერი, 2026 წელი.
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი