A
languagehr.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 28/09/2026scheduleბოლო ვადა: 27/10/2026

ავტომობილების გაყიდვების აგენტი

domainAUTOBIDMASTER GEORGIA LLC
location_on
ლოკაციაფოთი, რუსთავი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროhr.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

AutoBidMaster არის 17-წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ამერიკის ავტო აუქციონებზე ავტომობილების შეძენასა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტრანსპორტირებაში ეხმარება.

საქართველოს ბაზარზე გაფართოების მიზნით, ჩვენს გუნდში ვეძებთ მიზანმიმართულ და გამოცდილ გაყიდვების აგენტს, ფოთსა თუ რუსთავში. თუ გსურთ წარმატებული კარიერის შექმნას საერთაშორისო კომპანიაში და თქვენი შემოსავლის გაზრდა, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!

სამუშაოს აღწერა:

ყოველდღიური კომუნიკაცია პოტენციურ მომხმარებლებთან (ზარები, WhatsApp, ელ.ფოსტა).აშშ-ის აუქციონებზე ავტომობილების შეძენის პროცესის კონსულტირება პოტენციური მომხმარებლებისთვის ჩვენი პლატფორმის მეშვეობით. შესყიდვის სრული ციკლის მართვა - ფასის შეთავაზება(ბიდინგი), გადახდების პროცესების მართვა, ავტომობილის დანიშნულების ადგილამდე მიწოდება.კლიენტების ბაზის გაფართოება და გაყიდვების ყოველთვიური გეგმის სტაბილურად შესრულება.მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, უკუკავშირის მიღება და მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.მომხმარებლებისა და შიდა საერთაშორისო გუნდების მოთხოვნებზე სწრაფი და პროფესიონალური რეაგირება.

მოთხოვნები:

ენები: რუსული და ინგლისური ენების (ზეპირი და წერილობითი) მაღალ დონეზე ფლობა.ავტომობილების გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ან აშშ-ის ავტო აუქციონების (Copart, IAAI და ა.შ.) ინდუსტრიის საფუძვლიანი ცოდნა.მოლაპარაკებებისა და დარწმუნების შესანიშნავი უნარი, წინააღმდეგობების დაძლევისა და გარიგების წარმატებით დასრულების გამოცდილება.პრიორიტეტების სწორად დალაგება, ერთდროულად რამდენიმე კლიენტთან მუშაობისა და ინფორმაციის ზუსტი აღრიცხვის უნარი.CRM სისტემებთან, ZenDesk-სა და MS Office-თან მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

კონკურენტუნარიანი ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი გაყიდვებიდან (საკომისიო).სრული განაკვეთი (ოფისში მუშაობა - ფოთი ან რუსთავი).აშშ-ისა და ევროპის პროფესიონალებისგან შემდგარ საერთაშორისო გუნდთან თანამშრომლობა.კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების რეალური შესაძლებლობა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზანოთ თქვენი რეზიუმე(CV) ინგლისურ ენაზე მოცემულ ბმულზე: https://autobidmaster.bamboohr.com/careers/153