F
languagehr.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 17/09/2026scheduleბოლო ვადა: 16/10/2026

ბარისტა

domainFoodGood
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება800-1000 ლარი
hub
წყაროhr.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კაფე-რესტორანი "FoodGood" ჯანსაღი კვების მიმართულების კონცეფციაა, რომელიც უკვე რამდენიმე ფილიალს აერთიანებს. კომპანია მუდმივად ვითარდება და ქმნის გარემოს, სადაც თანამშრომლებს აქვთ პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა.

ჩვენს მეგობრულ და შეკრულ გუნდში ვეძებთ ბარისტას, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ბარის კერძების და სასმელების ხარისხიან მომზადებაზე, სტუმრების სწრაფ და მეგობრულ მომსახურებასა და ბარის ზონის სტანდარტების დაცვაზე.

გამოცდილება სასურველია, თუმცა მთავარი არის მონდომება, პასუხისმგებლობა და პროფესიული განვითარების სურვილი.

სამუშაო განაკვეთი: სრული

პიროვნული უნარ-ჩვევები:

ენერგიულობა და პოზიტიური განწყობა;კომუნიკაბელურობა და სტუმარზე ორიენტირებულობა;მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;დეტალებზე ორიენტირებულობა;დროის ეფექტური მართვის უნარი;გუნდური მუშაობის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

მომხმარებლების თავაზიანი მომსახურება;სალარო ოპერაციების წარმოება;ბარში მუშაობა: სმუზების, სასმელებისა და საუზმის მენიუს მომზადება;დადგენილი სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

ჩვენთან დაგხვდებათ

მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;პროფესიული განვითარების პერსპექტივას;პერსონალის უფასო კვებას;30% ფასდაკლება ჩვენს სრულ მენიუზე;

განრიგი და ანაზღაურება

სამუშაო ცვლები: ცვლების მიხედვით

გრაფიკი: 5/2 (5 სამუშაო დღე, 2 დასვენება)

სამუშაო საათები: დღეში 8 საათი

ანაზღაურება: 800-1000 ლარი გადასახადების გარეშე (გამოცდილების მიხედვით)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.