Თ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 25/09/2026scheduleბოლო ვადა: 01/12/2026

ბიბლიოთეკის ელ. რესურსების განყოფილების უფროსი სპეციალისტი

domainთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1130 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

სსიპ-"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილების უფროსი სპეციალისტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე (1 ვაკანსია) კანდიდატის შესარჩევად.

ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილების უფროსი სპეციალისტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1130 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით), სამუშაო საათები — 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

აპლიკანტს მოეთხოვება:

  • * ბაკალავრის აკადემიური ხარისხი / პროფესიული განათლება;
  • * უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ"; საქართველოს კანონი "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"; საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება.

აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:

  • * კომპიუტერული უნარები;
  • * გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

სსიპ-"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილების უფროსი სპეციალისტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

  • * საბიბლიოთეკო დოკუმენტების დიგიტალიზაცია;
  • * დასკანერებული საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის გვერდების დამუშავება, PDF ან/და Flash ფორმატში გადაყვანა;
  • * საბიბლიოთეკო დოკუმენტების ელ.ვერსიების საიტზე განსათავსებლად მომზადება;
  • * ელექტრონულ კატალოგში და ბიბლიოთეკის ვებგვერდზე საბიბლიოთეკო დოკუმენტების ელ.ვერსიების განთავსება;
  • * არსებული ელექტრო-მექანიკური და ავტომატიზაციის მოწყობილობის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • * ინოვაციური პროგრამული და ტექნიკური საშუალებების მოძიება და დანერგვა;
  • * პროგრამული საშუალებების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

  • * განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • * CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
  • * განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
  • * პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
  • * პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან / ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
  • * კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად.

ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 28 სექტემბრიდან 2026 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge.

სათაურის ველში უნდა მიეთითოს "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილების უფროსი სპეციალისტი".