ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი / ეტაპი II
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის ასისტენტი
ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის ასისტენტი
ბიზნეს დაკრედიტების ოფიცერი
ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის ასისტენტი
სს "თიბისი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე : ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი (ეტაპი II) - ყვარლის ს/ც 1
ადგილმდებარეობა: ყვარელი
მოქმედების ვადა: 29/09/2026
დასაქმების ტიპი - შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად
თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე.
ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვს.
სამუშაოს აღწერა
შენ, როგორც ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი:
აღმოაჩენ და მოიზიდავ ახალ მომხმარებლებსგაანალიზებ შემოსულ განაცხადებს და შეაფასებ რისკებსშეაფასებ მომხმარებლის ფინანსურ მდგომარებასდაამუშავებ 300 000 ლარამდე სესხებსმოამზადებ საკრედიტო ფაილებს და წარადგენ საკრედიტო კომიტეტზემონიტორინგს გაუკეთებ საკრედიტო პორტფელს
კვალიფიკაცია
მინი ან მიკრო სესხებთან მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილებაMicrosoft Office-ის ცოდნაინგლისური და რუსული ენების ცოდნააუცილებელია ექსპერტის ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილებაAI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
ფიქრობ, რომ გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნებახარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანიგაქვს ფინანსური ანალიზის უნარი და ხარ პასუხისმგებლიანიმუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებსგაქვს ლოგიკური აზროვნებადამარწმუნებელი კომუნიკაციაგუნდურად მუშაობის უნარისტრესული სიტუაციების გამკლავების უნარისაქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/BNGGH
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.