BLS ტრენერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
პროდუქტებისა და წარმოების ტექნოლოგიების ტრენერი
ბუღალტერიის ტრენერი
კომპიუტერული პროგრამა პითონის ტრენერი
გერმანული / ფრანგული ენის ტრენერი
შპს „საქართველოს მულტიდისციპლინური მედიცინის და რეაბილიტაციის აკადემია“ აცხადებს ვაკანსიას BLS (Basic Life Support) ტრენერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობებიBLS/CPR-ის სასწავლო ტრენინგების ჩატარება;ზრდასრულთა, ბავშვთა და ორსულთა საბაზისო სიცოცხლის მხარდაჭერის პრაქტიკული უნარების სწავლება;ავტომატური გარე დეფიბრილატორის (AED) გამოყენების სწავლება;სასწავლო მანეკენებზე პრაქტიკული უნარების დემონსტრირება და მონაწილეთა შესრულების შეფასება;ტრენინგის მონაწილეთა თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა და უნარების შეფასება;სასწავლო მასალებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების ეფექტიანად გამოყენება;აკადემიის მიერ განსაზღვრული სასწავლო პროგრამის, მეთოდოლოგიისა და შესაბამისი პროტოკოლების დაცვით მუშაობა;ტრენინგის პროცესში უსაფრთხოების წესებისა და პროფესიული სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნებიუმაღლესი სამედიცინო განათლება;გადაუდებელი მედიცინის მიმართულებით შესაბამისი კვალიფიკაცია და/ან მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი;BLS/CPR/AED-ის მიმართულებით შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;BLS ტრენერად/ინსტრუქტორად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული BLS რეკომენდაციებისა და პრაქტიკული მიდგომების ცოდნა;პრაქტიკული უნარების ეფექტიანად დემონსტრირებისა და სწავლების უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და კომუნიკაციის კარგი უნარები.
სამუშაო პირობებისამუშაო ფორმატი: ტრენინგები ჩატარდება აკადემიის სასწავლო პროგრამის შესაბამისად, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის საფუძველზე.ანაზღაურება: შეთანხმებით.კანდიდატურის წარდგენა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV, სადაც მითითებული იქნება განათლების, პროფესიული გამოცდილებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია: info.gammr@gmail.com