Ნ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 02/10/2026scheduleბოლო ვადა: 02/11/2026

ბრენდ მენეჯერი

domainნატურლენდი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კომპანია "ნატურლენდი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოში საკვები პროდუქტების, კოსმეტიკის, ჰიგიენისა და ტექნიკის სფეროში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე საყოფაცხოვრებო ქიმიისა და კოსმეტიკა/ჰიგიენის მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ. 3 (აშშ საელჩოსთან)

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00სთ-18:00სთ;

ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებაზე;

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობა, საბონუსე სისტემა, სასიამოვნო სამუშაო გარემო;

ფუნქციები და მოვალეობები:

  • * ბრენდების პორტფელის მართვა & მათი განვითარება;
  • * უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაცია (როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი);
  • * შესყიდვებისა და გაყიდვების დაგეგმვა, მათი ზრდა და შესრულების კონტროლი;
  • * ბრენდების ასორტიმენტის მარაგების მართვა, პროდუქციის დეფიციტებისა და ჭარბი მარაგების კონტროლი;
  • * გაყიდვების სტიმულირებისთვის მარკეტინგული აქტივობების შემუშავება;
  • * სხვადასხვა სახის რეპორტინგი;
  • * უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურებრივი დავალებების შესრულება;

აუცილებელი მოთხოვნები:

  • * აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით. საოჯახო ქიმია/ჰიგიენა/კოსმეტიკის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • * სასურველია საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
  • * რუსული ენის ცოდნა, წერილობით და ზეპირი;
  • * ადგილობრივ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება;
  • * კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Power Point, Exel, Internet);

დამატებითი უნარები:

  • * ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • * მათემატიკური უნარები;
  • * დროის მართვის უნარი;
  • * შედეგზე ორიენტირებული;

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი რეზიუმე ფოტო-სურათით, მისამართზე: vacancy@naturland.ge არ დაგავიწყდეთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბრენდ მენეჯერი". CV ფოტო-სურათის გარეშე არ განიხილება. კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!