ბრენდ მენეჯერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ბრენდ მენეჯერი
ბრენდ მენეჯერი
ჯუნიორ ბრენდ მენეჯერი
ბრენდ მენეჯერი
კომპანიის შესახებ:
კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
პოზიციის დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ანაზღაურება: 2000 ლარი
სამუშაოს მოკლე აღწერა:
- * კომპანიის არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან მუდმივი საქმიანი კომუნიკაციის წარმოება (შესყიდვის ფასზე, ბონუსზე, მარკეტინგულ ბიუჯეტზე)
- * საქონლის საფასო პოლიტიკის განსაზღვრა;
- * გაყიდვების დინამიკის, სეზონურობისა და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი, მოთხოვნის წინასწარი განსაზღვრა;
- * მარაგების კონტროლი დეფიციტის თავიდან ასაცილებლად;
- * შეკვეთების ფორმირება, ლოგისტიკის დეპარტამენტთან კოორდინაცია;
- * დეფიციტური საქონლის ადგილობრივ ბაზარზე შევსება;
- * ბაზრის, კატეგორიის, საქონლის, კონკურენტების შესწავლა და ანალიზი;
- * დაბალი ბრუნვადობისა და არალიკვიდური მარაგების რეგულარული იდენტიფიცირება; მათი რეალიზაციის მიზნით, წამახალისებელი აქტივობების, ფასდაკლებებისა, სხვა მსგავსი აქტივობების ინიცირება და დაგეგმვა მარკეტინგის მენეჯერთან ერთად;
- * კატალოგების და საქონელზე ინფორმაციის განახლების უზრუნველყოფა;
- * საგარანტიო საკითხებში ჩართულობა;
- * მარაგებისა და ბრუნვადობის შესახებ პერიოდული ანალიტიკური რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნა)
- * აუცილებელია ბრენდ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
- * ექსელის კარგად ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
- * მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
- * სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
- * ანაზღაურება - ფიქსირებული
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "სმოტორს"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!