ბუღალტერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ბუღალტერიის ტრენერი
ბუღალტერი
ბუღალტერი
ბუღალტერი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბერმელი" აცხადებს ვაკანსიას: ბუღალტერი
დეპარტამენტი: ფინანსური დეპარტამენტი
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო გამოცდილება და ძირითადი მოთხოვნები:
საბუღალტრო ან/და საფინანსო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;უპირატესობა მიენიჭებათ საბანკო ან მიკროსაფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;სასურველია ALTA-ს პროგრამების (Loan Management System - LMS) და B6-ის ცოდნა;საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;სასურველია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;MS Office-ის პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) კარგი ცოდნა;ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;დროის ეფექტურად მართვის უნარი.
განათლება
უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;პროფესიული სასერტიფიკატო პროგრამა (ACCA ან სხვა) ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები:
საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა და დამუშავება;საბუღალტრო გატარებების წარმოება;საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;საბანკო ოპერაციების შესრულება;ოპერაციების პროგრამაში ასახვა;ხელფასების დარიცხვაში მონაწილეობა;ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა საბუღალტრო და ფინანსური დავალებების შესრულება.
პიროვნული უნარები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;ოპერატიულობა და სიზუსტე;გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;ინტენსიური სამუშაო დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
ანაზრაურება: 2500 ლარი (GROSS-კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე)
ჩვენ გთავაზობთ:
პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;პროფესიულ ტრენინგებს;კორპორაციულ ღონისძიებებს;ჯანმრთელობის დაზღვევას;კონკურენტულ ანაზღაურებას, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00შაბათი: 09:20-14:2040-საათიანი სამუშაო კვირა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიეთ ლინკს: https://bermeli.selfrecruit.ge/s/FhuUN