ბუღალტერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ბუღალტერი
ბუღალტერი
ბუღალტერი/ოფის მენეჯერი
დამხმარე ბუღალტერი
"Promant" — პროფესიონალური ესთეტიკისა და ინექციური მედიცინის მიმართულებით პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში — აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ყოველდღიური საბუღალტრო პროცესების სწორად და დროულად წარმართვას.
ძირითადი მოვალეობები:
- * კომპანიის ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოება;
- * პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება და კონტროლი;
- * შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
- * საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
- * დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
- * ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებებისა და სხვა საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება;
- * იმპორტთან დაკავშირებული საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა;
- * საწყობისა და საქონლის მოძრაობის აღრიცხვაში მონაწილეობა;
- * თანამშრომლებთან დაკავშირებული საბუღალტრო პროცესების წარმოება;
- * ხელფასებისა და შესაბამისი გადასახადების დარიცხვა/აღრიცხვა;
- * საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
- * საგადასახადო ვალდებულებების კონტროლი;
- * საჭიროების შემთხვევაში ფინანსური ანგარიშებისა და შიდა რეპორტების მომზადება;
- * აუდიტთან და გარე პარტნიორებთან საჭირო ფინანსური ინფორმაციის კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან შესაბამის სფეროში;
- * ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- * საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
- * RS.ge-სა და balance-ის საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- * Excel-ის კარგი ცოდნა;
- * ქართული საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა;
- * მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე;
- * ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- * დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება: დისტრიბუციის, იმპორტის ან სავაჭრო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- * მუშაობას სტაბილურ და განვითარებად კომპანიაში;
- * პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- * პრემიუმ საერთაშორისო ბრენდებთან დაკავშირებულ საინტერესო სამუშაო პროცესს;
- * პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- * კონკურენტულ ანაზღაურებას;
- * სრულ სამუშაო განაკვეთს.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი, ჰიბრიდული.
თუ ხარ ზუსტი, პასუხისმგებლობიანი და პროფესიონალი და გსურს განვითარდე დინამიკურ კომპანიაში, გელოდებით Promant-ის გუნდში.
გამოგვიგზავნე შენი CV და დაგვიკავშირდი ელფოსტაზე: info@promant.ge.