Ს
ბუღალტერი
domainსასტუმრო Hilton Batumi
ლოკაციაბათუმი
ანაზღაურებაშეთანხმებით
ელ-ფოსტაBUSBT_Batumi_Career@hilton.com
წყაროjobs.ge
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
hubპორტალების მიხედვით:
work_outline
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
hr.ge 25/09/2026
უმცროსი ბუღალტერი
domainსამკაულების მაღაზიების ქსელი Redberry
location_on თბილისი შეთანხმებით
jobs.ge 25/09/2026
უმცროსი ბუღალტერი
domainრედბერი
location_on თბილისი შეთანხმებით
jobs.ge 25/09/2026
სტაჟიორ-ბუღალტერი
domainჯი ემ ფინანსური კონსულტაცია
location_on თბილისი შეთანხმებით
jobs.ge 24/09/2026
მთავარი ბუღალტერი
domainჩერნოვეცკის ფონდი
location_on თბილისი 6000 ლარი
სასტუმრო ჰილტონ ბათუმი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ჰილტონში თითოეული პოზიცია მნიშვნელოვანია - ყველა თანამშრომელი თავისი წვლილით ქმნის სტუმრის საუკეთესო გამოცდილებას.
დაინტერესებულებმა რეზიუმე გამოგზავნეთ: BUSBT_Batumi_Career@hilton.com
ძირითადი მოვალეობები:
- * სასტუმროში განხორციელებული ნაღდი ფულის ოპერაციის აღრიცხვა, კონტროლი და მონიტორინგი სასტუმროს პროცედურების შესაბამისად.
- * ყოველდღიური ნაღდი ფულის შემოსავლების გადამოწმება ფისკალურ სისტემაში ასახულ მონაცემებთან და შემოსავლების სამსახურში გადაგზავნილ ინფორმაციასთან შედარება. გამოვლენილი სხვაობების ანალიზი, გამოკვლევა და დროული კორექტირება.
- * საკრედიტო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების ყოველდღიური დამუშავება და ბანკის ბანკის ამონაწერებთან შედარება. გამოვლენილი სხვაობების ანალიზი, გამოკვლევა და დროული რეაგირება.
- * საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული დებიტორული დავალიანებების (Credit Card Receivables) მართვა და ნაშთების მონიტორინგი.
- * ნაღდი ფულისა და საბანკო ტრანზაქციებთან დაკავშირებული საბუღალტრო გატარებების მომზადება და სისტემაში ასახვა.
- * სალაროს, ბანკის, საკრედიტო ბარათების და სხვა შესაბამისი ბალანსის ანგარიშების სისწორის უზრუნველყოფა, ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და დოკუმენტური დასაბუთების უზრუნველყოფა.
- * თვის, კვარტლისა და წლის დახურვის პროცესებში აქტიური მონაწილეობა და მხარდაჭერის გაწევა.
- * შიდა და გარე აუდიტის პროცესებისთვის საჭირო ფინანსური ინფორმაციის, სამუშაო ფაილებისა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის მომზადება.
- * სასტუმროს ფინანსური პოლიტიკების, შიდა კონტროლის პროცედურებისა და ადგილობრივი საგადასახადო მოთხოვნების დაცვა.
- * საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ყოველთვიური დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებისთვის საჭირო ანგარიშების, ანალიზებისა და დამხმარე დოკუმენტაციის მომზადება, დეკლარირების პროცესში შესაბამისი მონაცემების სიზუსტისა და სისრულის უზრუნველყოფა.
- * საქსტატის მოთხოვნების შესაბამისად კვარტალური და წლიური სტატისტიკური ანგარიშგების მომზადება, მონაცემების შეგროვება, გადამოწმება და დადგენილ ვადებში წარდგენა.
- * ფინანსური დეპარტამენტის ყველა ძირითადი პროცესისა და ტრანზაქციის საფუძვლიანი ცოდნა; შემოსავლების აუდიტის, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ფუნქციების მხარდაჭერა, პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში თანამშრომელთა ჩანაცვლება მათი არყოფნის პერიოდში.
- * ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა ფინანსური და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- * უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით.
- * საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და საბანკო ოპერაციების პრაქტიკული ცოდნა.
- * საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ფინანსური რეგულაციების ცოდნა.
- * Microsoft Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა
- * ფინანსურ/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
- * ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- * ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა, როგორც წერილობით, ასევე ზეპირ კომუნიკაციაში.
- * დამოუკიდებლად მუშაობისა და ვადების ეფექტურად მართვის უნარი.
ბუღალტრის ან მსგავს ფინანსურ პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- * 5/2 - 8 საათიანი - სამუშაო გრაფიკი;
- * განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობებს;
- * მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- * ჯანმრთელობის დაზღვევას;
- * წახალისებებსა და ჯილდოებს;
- * GO Hilton-ის სამოგზაურო ფასდაკლებას;
- * ექსკლუზიური ფასდაკლებებს პარტნიორებთან;
- * 50%-იანი ფასდაკლებას სასტუმროს ყველა რესტორანსა თუ ბარში;
- * 50%-იან ფასდაკლებას ეფორეა სპაში.
სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ "შპს ტურინვესტი - სასტუმრო ჰილტონ ბათუმმა" თქვენი დასაქმების მიზნით დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.