S
languagelinkedincalendar_todayგამოქვეყნდა: 26/09/2026scheduleბოლო ვადა: 26/10/2026

Chief Accountant

domainSTREAM
location_on
ლოკაციაTbilisi, Georgia
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროlinkedin
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

Seniority level: Director | Employment type: Full-time | Industries: Business Consulting and Services

ვაცხადებთ ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე აუდიტორული კომპანია ,,ალგი აუდიტისთვის“.

„ალგი აუდიტი“ 2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს ეხმარება ბიზნესის ეფექტურად მართვასა და განვითარებაში.

პოზიციაზე მივესალმებით კომუნიკაბელურ, აქტიურ, დეტალებზე ორინეტირებულ, ანალიტიკური აზროვნების მქონე კანდიდატებს.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი - სრული, 10:00 – 19:00 (ორშაბათი - პარასკევი)

ანაზღაურება - განიხილება ინდივიდუალურად, კანდიდატის კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე

დამატებითი ბენეფიტი - ჯანმრთელობის დაზღვევა, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტი კომპანიისთვის ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვის უზრუნველყოფა მოქმედი სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად;• კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების შედგენაში მონაწილეობის მიღება;• სტაჟიორის, დაქვემდებარებული თანამშრომლის საქმის კოორდინირება, მონიტორინგი;• უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;• სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის საქმიანობიდან.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;• ბუღალტრული მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;• მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;• საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;• ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;• ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS);• ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა.