Ბ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 28/09/2026scheduleბოლო ვადა: 28/10/2026

CRM ოპერაციების და მონაცემთა ხარისხის სპეციალისტი

domainბიოგრაფი ლივინგ
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას CRM ოპერაციების და მონაცემთა ხარისხის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

ძირითადი მოვალეობები:

  • * CRM სისტემაში ბანკებიდან შემოსული ჩარიცხვების ყოველდღიური ასახვა და შესაბამის გარიგებებსა და ხელშეკრულებებთან მიბმა;
  • * ჩარიცხვების იდენტიფიცირება, შეუსაბამო შემთხვევების გამოვლენა და შესაბამის გუნდებთან კოორდინაცია;
  • * CRM-ში კლიენტების, ხელშეკრულებების, გადახდებისა და ქონების შესახებ მონაცემების სიზუსტისა და სრულყოფილების კონტროლი;
  • * მონაცემთა შეუსაბამობის გამოვლენა, მიზეზების იდენტიფიცირება, დოკუმენტირება და დროული ესკალაცია;
  • * CRM-ის კრიტიკული ფუნქციონალის პერიოდული ტესტირება და სისტემაში განხორციელებული ცვლილებებისა და განახლებების შემოწმება;
  • * ტესტირებისას აღმოჩენილი ხარვეზების ClickUp-ში დაფიქსირება და მათი აღმოფხვრის პროცესის კონტროლი;
  • * CRM-ის მონაცემების საბანკო ამონაწერებთან პერიოდული შედარება;
  • * თვის დახურვის პროცესში ფინანსებისა და ბუღალტერიის გუნდთან მონაცემების შეჯერება;
  • * მონაცემთა ხარისხისა და გამოვლენილი პრობლემების შესახებ პერიოდული რეპორტინგი;
  • * SOP-ებისა და სამუშაო ინსტრუქციების მომზადებასა და განახლებაში მონაწილეობა;
  • * CRM-ისა და მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივებში, მათ შორის ავტომატიზაციის პროექტებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, IT-ის ან მონათესავე მიმართულებით;
  • * MS Excel / Google Sheets-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • * ციფრებთან და მონაცემებთან მუშაობის უნარი;
  • * ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
  • * მონაცემების სიზუსტისა და დეტალების მიმართ მაღალი ყურადღება;
  • * რამდენიმე დეპარტამენტთან ეფექტურად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
  • * პრობლემის მიზეზის იდენტიფიცირებისა და მისი პრევენციისკენ ორიენტირებული მიდგომა.

სამუშაო გამოცდილება:

  • * CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • * გადახდებთან, საბუღალტრო ან ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • * მონაცემთა ხარისხის კონტროლის ან სისტემების ტესტირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • * სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • * ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • * დროის მართვისა და ვადების დაცვის უნარი;
  • * ორგანიზებულობა;
  • * ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • * პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის უნარი;
  • * პროცესების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მიდგომა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/bLkPvU5c