Პ
languagehr.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 30/09/2026scheduleბოლო ვადა: 29/10/2026

დამგეგმავი-ოპერატორი

domainპანექსი
location_on
ლოკაციარუსთავი
payments
ანაზღაურება1400 ლარი
hub
წყაროhr.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

სს „პანექსი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და წარმოებული პროდუქციით საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოებაში უპირობო ლიდერია.

ჩვენი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი და მომსახურება.

კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელის მწარმოებელი კომპანია „პანექსი“ აცხადებს ვაკანსიას დამგეგმავი-ოპერატორის პოზიციაზე ქ. რუსთავში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

საწარმოო პროცესში გამოყენებული ნედლეულის მონიტორინგი და აღრიცხვა;გამოყენებული ნედლეულის მიხედვით წარმოების ოპერაციების აღრიცხვა;შესრულებული სამუშაოების ანალიზი;მასალების ჩამოწერის აქტების მომზადება;ნედლეულისა და სახარჯი მასალების პერიოდული ინვენტარიზაცია;საწყობიდან პროდუქციის გაცემის პროცესის კონტროლი და კლიენტებზე გადაცემული პროდუქციის აღრიცხვა;აღრიცხვა-კონტროლთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების მიღება და მათი შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

Microsoft Excel-ის ცოდნაანგარიშგებების მომზადების, წაკითხვის და ანალიზის ტექნიკების ცოდნა;სასურველია ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;სასურველია სააღრიცხვო პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;დროის ეფექტური მართვის და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;რამდენიმე საქმის ერთდროულად და ეფექტურად წარმოების უნარი;შრომისმოყვარეობა;დისციპლინირებულობა;გუნდური მუშაობის უნარი;დეტალებზე ორიენტირებულობა.

დამატებითი ინფორმაცია:

ანაზღაურება: 1400 ლარი (ხელზე ასაღები).კორპ.დაზღვევასამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თბ. წითელი ხიდის მე-17 კმსამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, კვირაში 5 დღე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „წარმოების აღრიცხვის სპეციალისტი“.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/d6bR82Tc