დამლაგებელი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
დამლაგებელი / კონსულტანტი
დიასახლისი / დამლაგებელი
დამლაგებელი
დამლაგებელი
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. #1სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30
ანაზღაურება: 1,520 ლარი (დარიცხული)*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.
ფუნქცია-მოვალეობები:დელეგირებული შენობა-ნაგებობების (მათ შორის: სალაროების, დაცვისა და უსაფრთხოების პოსტების, სველი წერტილების) ყოველდღიური დასუფთავება მშრალი და სველი წესით;სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;დასუფთავებისთვის საჭირო სამუშაო ხსნარებისა და ინვენტარის ინსტრუქციის შესაბამისად, უსაფრთხოდ გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
პიროვნული უნარები:პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს.
შერჩევის მეთოდები:სატელეფონო გასაუბრება;ინდივიდუალური გასაუბრება.
როგორ მიიღოთ მონაწილეობა:დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge 2026 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.მნიშვნელოვანია: გთხოვთ, სათაურის ველში „subject“-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (დამლაგებელი).
გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.