Თ
languagehr.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 22/09/2026scheduleბოლო ვადა: 21/10/2026

დასაკუთრებული აქტივების რეალიზაციის მენეჯერი / გაყიდვების მენეჯერი

domainთიბისი ლიზინგი
location_on
ლოკაციამცხეთა, თბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროhr.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას დასაკუთრებული აქტივების რეალიზაციის მენეჯერის (გაყიდვების მენეჯერის) პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი (დიღომი) / მცხეთა (წიწამური) - დიღმის ტერიტორიიდან კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის ტრანსპორტირებას

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:ჯანმრთელობის დაზღვევას;დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე.

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:

სარეალიზაციო აქტივების აუქციონის ორგანიზება;სარეალიზაციო აქტივების რეესტრის წარმოება;პოტენციური მყიდველის მოძიება, მათთან კომუნიკაცია და სისტემაში რეგისტრაცია;მყიდველისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება;მიღებული ინფორმაციის ასახვა კომპანიის საინფორმაციო სისტემაში, შიდა პროცედურების მიხედვით;ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველია უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ბიზნესის, ეკონომიკის და/ან მომიჯნავე სპეციალობების მიმართულებით);აუცილებელია მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;სასურველია სამუშაო გამოცდილება B2B გაყიდვების და/ან აქტივების რეალიზაციის მიმართულებით;ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.

პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები:

ეფექტური კომუნიკაცია;სამუშაოს დაგეგმვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;დროის ეფექტურად მართვა;გუნდური მუშაობა.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/1P6FM86e