Გ
languagehr.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 29/09/2026scheduleბოლო ვადა: 28/10/2026

დაცვა

domainგუდვილი
location_on
ლოკაციათბილისი, ბათუმი
payments
ანაზღაურება1000 ლარი
hub
წყაროhr.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.

"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის პოზიციაზე

გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

ფუნქცია-მოვალეობები:

ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერიტორიის პატრულირება, საეჭვო აქტივობების მონიტორინგი;წესრიგის დაცვა და ინციდენტების მართვა - დარღვევებზე რეაგირება, კონფლიქტების მოგვარება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამსახურების ინფორმირება;კონტროლის განხორციელება - შესვლა-გასვლის მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

პასუხისმგებლობის გრძნობა;დეტალებზე ორიენტირებულობა;ეფექტური კომუნიკაციის უნარი

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;ანაზღაურება: საათობრივი (თვეში მინიმუმ 1000 ლარიდან) + ეფექტური საბონუსე სისტემა;ლოკაცია: დიღომი, საბურთალო, ვაკე, თავისუფლების მოედანი, ბათუმი;ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.

ჩვენ გთავაზობთ:

კარიერული განვითარების შესაძლებლობას;მოქნილ სამუშაო გრაფიკს;გუდვილის ფასდაკლების ბარათს;ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;Fitpass ბარათს.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/PAEFUuA