დაცვის თანამშრომელი / ისთ ფოინთი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
დაცვის თანამშრომელი
ობიექტის დაცვის თანამშრომელი
დაცვის თანამშრომელი
დაცვის თანამშრომელი-სითი მოლი
სენომი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დაცვის თანამშრომელი- ისთ ფოინთი (თბილისი)Cenomi Retail Georgia 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისისა და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.
პოზიციის მიზანია:მაღაზიაში უსაფრთხო გარემოს შექმნა, დანაკარგების პრევენცია და უსაფრთხოების სისტემებზე დროული და ეფექტური რეაგირება. პოზიცია გულისხმობს მაღაზიის შესასვლელთან მუდმივ კონტროლს და აქტიურ ჩართულობას ქურდობის პრევენციის პროცესებში.
რას გააკეთებ:მაღაზიის შესასვლელთან პოზიციონირება და მომხმარებელთა ნაკადის უწყვეტი კონტროლი;უსაფრთხოების ანტენების (EAS) ხმოვანი სიგნალის შემთხვევაში დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირება;სიგნალის დაფიქსირებისას პროდუქციისა და მომხმარებლის კორექტული და პროფესიული გადამოწმება კომპანიის შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების სრული დაცვით;სავარაუდო ქურდობის შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და პრევენციული მოქმედებების განხორციელება;დანაკარგების პრევენციის მონიტორინგის ოფიცრებთან და ხელმძღვანელთან კოორდინირებული მუშაობა;საეჭვო ქცევის მქონე პირების დაკვირვება, ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება;ინციდენტების, დარღვევებისა და საეჭვო შემთხვევების დოკუმენტირება და ანგარიშგება დადგენილი ფორმატით;მაღაზიაში წესრიგის, დისციპლინისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვამომხმარებელთან კორექტული კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევავიდეოკონტროლისა და უსაფრთხოების სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებაში მხარდაჭერა (საჭიროების შემთხვევაში);ხელმძღვანელობისა და დანაკარგების პრევენციის გუნდის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
მნიშვნელოვანია, გქონდეს/იყო:სასურველია დაცვის ან უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება ;მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დაკვირვების უნარი;კომუნიკაციისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;ფიზიკური გამძლეობა და ყურადღების კონცენტრაციის უნარი;გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:კორპორატიულ დაზღვევას;ანაზღაურება-1500 ლარი;კორპორატიულ სატელეფონო ლიმიტს.სამუშაო საათები: 13:00-დან 22:00-მდე (5 სამუშაო დღე, დასვენება კვირის განმავლობაში 2 დღეს, პარასკევი, შაბათი, კვირის გარდა)
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/BXzxocp