I
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 01/10/2026scheduleბოლო ვადა: 01/11/2026

დემი შეფი

domainibis Tbilisi City
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო "ibis Tbilisi City" აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის პოზიციაზე.

შენი როლი იქნება:

  • * კერძების ხარისხის, გემოსა და პრეზენტაციის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა;
  • * კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
  • * პროდუქციის მარაგებისა და ხარისხის კონტროლი;
  • * საკვების უსაფრთხოების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების, ასევე HACCP-ის სტანდარტების დაცვა;
  • * შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა და სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

  • * სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • * კულინარიული ტექნიკისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა;
  • * სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ:

  • * საერთაშორისო ბრენდ ACCOR-ის წევრ სასტუმროში მუშაობის შესაძლებლობას;
  • * ACCOR-ის თანამშრომლის ფასდაკლების პროგრამით სარგებლობას;
  • * ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • * კვებას;
  • * პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და ტრენინგებს;
  • * გამოცდილ და პროფესიონალურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • * სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო პირობები:

  • * ადგილმდებარეობა: თბილისი, სასტუმრო "ibis Tbilisi City", ვ. წითლანაძის ქუჩა N1;
  • * სამუშაო გრაფიკი: 5/2, 9 საათიანი ცვლები;
  • * ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@archihospitality.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოხსენებულ ელფოსტაზე.

წარმატებებს გისურვებთ!