Გ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 28/09/2026scheduleბოლო ვადა: 25/10/2026

დღის მოლარე, ექსპერტ-შემფასებელი

domainგირო კრედიტი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1500 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას დღის მოლარე, ექსპერტ-შემფასებლის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო საათები:

  • * 10:00-19:00 (ორშაბათი - პარასკევი)
  • * 10:00-14:00 (შაბათი)

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი (ხელზე ასაღები).

ბენეფიტები:

  • * ბონუსი 200-დან 600 ლარამდე, რომელიც დაანგარიშდება: მიმდინარე პორტფელის, სესხის გაცემების და კონვერტაციების მოცულობის მიხედვით;
  • * სამედიცინო დაზღვევა;
  • * დაბადების დღის დანამატი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • * ოქროს (ბრილიანტის) შეფასების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
  • * საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • * რუსული ან/და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

  • * ოქროს შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება;
  • * ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
  • * ფულადი გზავნილების ოპერაციების წარმოება;
  • * ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
  • * მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა;
  • * კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
  • * კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება;

პიროვნული უნარები:

  • * სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • * დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • * გუნდური მუშაობის უნარი;
  • * შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
  • * პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@girocredit.ge და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდე!

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.girocredit.ge/