დიაგნოსტიკის სპეციალისტი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტი/ექიმი-რადიოლოგი
დიაგნოსტიკისა და გენომური სექვენირების სპეციალისტი
ლაბორატორიული მედიცინის ექიმი/სპეციალისტი
ბინაზე გამსვ. ოჯახის ექიმი, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეც.
"ახალი ხედვა" წარმოადგენს წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ღაბაშების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანიის კომერციული სტრუქტურა აერთიანებს კორპორატიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯმენტს, მარკეტინგსა და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.
სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას დიაგნოსტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00, შაბათი 10:00 - 15:00
ანაზღაურება: 800 ლარი (NET) + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- * პაციენტისთვის ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკის (პლანტოსკოპიის) პროცესის დეტალურად ახსნა;
- * ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტირების პროცესის სტანდატრების დაცვით ჩატარება.
- * პოტენციური პაციენტისთვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა;
- * პროდუქციის თვისობრივი მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ცოდნის რეგულარული ამაღლება;
- * პოდოგრაფის ულტრა სენსორულ პლათფორმაზე აღნიშნული ტერფის ანაბეჭდის დეტალური დამუშავება და პაციენტისთვის დიაგნოზის გაცნობა.
- * ტერფის აღბეჭდილი მონაცემების დაბეჭდვა;
- * სტატისტიკის წარმოება;
- * დიაგნოსტიკის შედეგების მიწოდება ღაბაშების ტექნიკოსისთვის და ღაბაშის დამზადების მონიტორინგი;
- * პაციენტისთვის ღაბაშის (სუპინატორის) ინდივიდუალური სტილის შერჩევა;
- * დამზადებული ღაბაშის (სუპინატორის) ფეხსაცმელში ჩადების შემდგომ პაციენტის მდგომარეობის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაცია.
- * უშუალო ხელმძღვანელის დამატებითი მითითებების შესრულება, მისი ფუნქცია- მოვალეობის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- * სასურველია სამედიცინო სფეროში (რეაბილიტოლოგი, ფიზიოთერაპევტი, მეთოდისტი) მუშაობის გამოცდილება; (ტერფის დიაგნოსტიკის პროცედურას და აპარატთან მუშაობას შეგასწავლით ადგილზე)
პიროვნული უნარები:
- * გუნდური მუშაობის უნარი;
- * პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
- * ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
- * კომუნიკაციის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება დისტრიბუტორი.
გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.
ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.
თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.