Მ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 25/09/2026scheduleბოლო ვადა: 25/10/2026

დიასახლისი

domainმაქსიმა
location_on
ლოკაციაბათუმი
payments
ანაზღაურება1100 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კომპანია "მაქსიმა" ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს, ასევე ავეჯის მასალების ზომებად დახერხვის და დაწიბოების მომსახურებას, საწოლის მატრასებს, იატაკის საფარ ლამინატს, კარის მასალებსა და აქსესუარებს, სამზარეულოს ჩასაშენებელ ტექნიკას.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://maxima.ge/

კომპანია "მაქსიმა" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის "დიასახლისის" პოზიციაზე.

სამუშაოს გრაფიკი: სრული;

სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე;

დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე;

ლოკაცია: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. N109;

ანაზღაურება: 1100 ლარი (ფიქსირებული);

ჩვენი ბენეფიტი:

  • * კომპანია უზრუნველყოფს კვებას;
  • * ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • * პასუხისმგებლობისა და სისუფთავის მაღალი სტანდარტის დაცვა;
  • * სამუშაოს ორგანიზებულად და ხარისხიანად შესრულების უნარი.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  • * შოურუმის ყოველდღიური დასუფთავება და მოწესრიგება;
  • * სამუშაო და საერთო სივრცეების სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • * სველი წერტილების დასუფთავება და მოწესრიგება;
  • * სისუფთავის მუდმივი კონტროლი.

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

  • * პასუხისმგებლიანი და მოწესრიგებული;
  • * პუნქტუალური და დისციპლინირებული;
  • * ყურადღებიანი და შრომისმოყვარე;
  • * სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დამცველი;
  • * კეთილსინდისიერი და საიმედო;
  • * გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "დიასახლისი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!

წარმატებებს გისურვებთ!