დიასახლისი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
დიასახლისი
დიასახლისი-კრწანისი
დიასახლისი
დასუფთავების სამსახურში დიასახლისების მენეჯერი
"Vortex Fitness" არის თანამედროვე და მრავალფუნქციური ფიტნეს სივრცე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ გარემოს ვარჯიშის და ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის. დარბაზი აღჭურვილია პროფესიონალური ინვენტარით და აერთიანებს როგორც ინდივიდუალურ, ისე მრავალფეროვან ჯგუფურ ვარჯიშებს.
"Vortex Fitness" ეძებს დიასახლისს.
სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმების ტიპი: 24 საათიანი სამუშაო ცვლა- ყოველ მე -4 დღეს. (ცლის განმავლობაში გათვალისწინებულია 3 საათიანი შესვენება)
ანაზღაურება: 800 ლარი.
პოზიციის შესახებ
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ დიასახლისს.
ძირითადი მოვალეობები:
- * სპორტდარბაზის სივრცის, გასახდელების, საშხაპეების და საერთო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა;
- * დასუფთავების საშუალებების და ინვენტარის სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება;
- * ჰიგიენური საშუალებების და საჭირო ნივთების დროული შევსება;
- * საჭიროების შემთხვევაში, დღის განმავლობაში სივრცეების განმეორებით მოწესრიგება;
- * სისუფთავის და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.
პიროვნული თვისებები:
- * გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- * პასუხისმგებლობის გრძნობა;
- * ორგანიზებულობა;
- * დროის სწორად გადანაწილება;
- * ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- * ჯანმრთელობის დაზღვევას
- * ფიტნეს დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობას
- * კარიერულ განვითარებას
- * მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს
შემოუერთდი ჩვენს გუნდს და შეავსე განაცხადის ფორმა შემდეგ ბმულზე ეს ფორმა ან დაგვიკავშირდით 500 446 086
თქვენ მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის განხილვის მიზნით. ინფორმაციის გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით თქვენი მონაცემების დამუშავებას შერჩევის პროცესის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!