M
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 02/10/2026scheduleბოლო ვადა: 02/11/2026

დირექტორის მოადგილე

domainMS Holding
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"MS holding" - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/

"MS holding" გეძებს შენ დირექტორის მოადგილის პოზიციაზე

რისი გაკეთება მოგიწევს?

  • * კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული და საოპერაციო პროცესების მართვა;
  • * ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება, დავალებების პასუხისმგებელ პირებზე გადანაწილება, პრიორიტეტებისა და შესრულების ვადების განსაზღვრა;
  • * თანამშრომლებისა და დეპარტამენტების საქმიანობის მონიტორინგი, დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება და წარმოქმნილ შეფერხებებზე რეაგირება;
  • * კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტისა და ფუნქციური მიმართულების საქმიანობის მართვა და მათი ეფექტიანი ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზება;
  • * სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და წარმართვა, მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება და სამოქმედო გეგმების განხორციელება;
  • * მიმდინარე პროცესების, არსებული პრობლემებისა და მიღწეული შედეგების ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის რეგულარული ანგარიშგების წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
  • * მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • * საოპერაციო პროცესების მართვის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • * დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • * ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • * მოლაპარაკების უნარი;
  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • * ორგანიზებულობა;
  • * დეტალებზე ორიენტირებული;
  • * გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და პრობლემის გადაჭრის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • * სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორის რაიონი, ჭირნახულის ქ. # 4;
  • * სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30 - 18:00 საათი. შაბათ - კვირას დასვენება;
  • * ანაზღაურება: შეთანხმებით.

ჩვენ გთავაზობთ:

  • * ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • * Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • * ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (მეტროდან);
  • * სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge

გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ "MS holding" -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.