დისპეჩერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ტრანსპორტირების ლოჯისტი / დისპეჩერი
ოპერატორ-დისპეჩერი
დისპეჩერი
ლოჯისტიკის კოორდინატორი/დისპეჩერი
ვაკანსია — გერმანულენოვანი დისპეტჩერი EuroTrans აცხადებს ვაკანსიას გერმანულენოვანი დისპეტჩერის პოზიციაზე. თუ ფლობ გერმანულ ენას A2–B2 დონეზე, გსურს ახალი პროფესიის სწავლა და დაინტერესებული ხარ ლოგისტიკისა და საერთაშორისო ტრანსპორტის სფეროთი, ეს შესაძლებლობა შენთვისაა. ლოგისტიკაში გამოცდილება აუცილებელი არ არის — სამუშაოს სპეციფიკას ადგილზე გასწავლით. შენი ძირითადი მოვალეობები იქნება: გერმანულენოვან კლიენტებთან კომუნიკაცია; მძღოლებთან კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციის მიწოდება; სატვირთო გადაზიდვების დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობა; სატვირთო ავტომობილების გადაადგილების კონტროლი; ტვირთის სტატუსის მონიტორინგი; შეკვეთების მიღება და დამუშავება; გადაზიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის სისტემაში შეყვანა; მძღოლებისა და კლიენტებისთვის მიმდინარე ინფორმაციის მიწოდება; წარმოქმნილი პრობლემების დროული იდენტიფიცირება და მოგვარებაში მონაწილეობა; სატრანსპორტო დოკუმენტაციის კონტროლი. რას ვითხოვთ შენგან: გერმანულად საუბრისა და მოსმენის უნარი; კომუნიკაბელურობა; პასუხისმგებლობის გრძნობა; ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ; კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები; სწავლისა და განვითარების სურვილი; ლოგისტიკაში გამოცდილება არ არის აუცილებელი. B2 და უფრო მაღალი დონის გერმანული ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: სრულად გადამზადებას სამუშაოს სპეციფიკაში; გერმანულენოვან გარემოში მუშაობის შესაძლებლობას; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; სტაბილურ სამუშაოს; ხელფასს: 3000–3800 ლარი + ბონუსი; კარიერული ზრდის შესაძლებლობას; მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო საათები: 12:00–21:00 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ხელფასი: 3000–3800 ლარი + ბონუსი პოზიცია: გერმანულენოვანი დისპეტჩერი ვის ვეძებთ? ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გერმანული ენის საბაზისო ან საშუალო ცოდნა და სურთ გერმანული ენის პრაქტიკაში გამოყენება და ახალი პროფესიის სწავლა. თუ ხარ მოტივირებული, პასუხისმგებლიანი და გსურს ლოგისტიკის სფეროში განვითარება — გამოგვიგზავნე CV. როგორ გამოგზავნო CV? CV გამოგზავნე ელფოსტაზე: hr.eurotrans123@gmail.com ელფოსტის თემაში (Subject) მიუთითე: „გერმანულენოვანი დისპეტჩერი“ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.