Ლ
languagehr.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 06/10/2026scheduleბოლო ვადა: 20/10/2026

დისტანციური გაყიდვების მენეჯერი

domainლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროhr.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას: დისტანციური გაყიდვების მენეჯერი

ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

ბაზისბანკ ჯგუფი აერთიანებს - ბაზისბანკს, ლიბერთის, BB დაზღვევასა და BB ლიზინგს.

გადადგი პირველი კარიერული ნაბიჯები ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფთან ერთად - გაიარე ტრენინგები, შეიძინე პრაქტიკული ცოდნა და დაიწყე პროფესიული განვითარება ჩვენთან. გიზიარებთ ვაკანსიას, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, დასაქმდე სამუშაო გამოცდილების გარეშე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი. დისტანციური გაყიდვების ჯგუფი.

რას აკეთებს ჩვენთან დისტანციური გაყიდვების მენეჯერი?

ახორციელებს მომხმარებლებთან სატელეფონო ზარებს;გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით, იზიდავს ახალ კლიენტებს;ახდენს ბანკის არსებული კლიენტებისთვის დამატებით საკრედიტო და საოპერაციო პროდუქტების შეთავაზებას;ასრულებს დაწესებული გეგმებს;უწევს სატელეფონო კონსულტაციას მომხმარებელს ბანკის პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ.

გელოდებით, თუ:

გსურს განვითარდე ფინანსურ სექტორში;ფიქრობ, რომ ხარ კომუნიკაბელური და გაქვს გაყიდვების უნარი.

შესარჩევი ეტაპები ტარდება ONLINE/ადგილზე:

გაცნობითი შეხვედრა;მოკლევადიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება .

ჩვენ გთავაზობთ:

ჯანსაღ, კომფორტულ და მეგობრებულ საუშაო გარემოს;პროფესიული და პიროვნული განვითარების ანაზღაურებად ტრენინგებს;სტუდენტებზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;ფიქსირებულ ანაზღაურებას + ყოველთვიურ გამომუშეავებულ ბონუსს.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.