Მ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 16/09/2026scheduleბოლო ვადა: 16/10/2026

დისტრიბუტორი

domainმეფუტკრე
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება200 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

შპს "მეფუტკრე" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ენერგიულ თანამშრომელს, რომელიც შეუერთდება ჩვენს სადისტრიბუციო გუნდს.

რას გთავაზობთ?

  • * წინასწარ დაგეგმილ და უბნების მიხედვით ორგანიზებულ მარშრუტებს;
  • * დღიურად საშუალოდ 10-20 სავაჭრო ობიექტის მომსახურებას;
  • * სამუშაო დღის დასრულებას მარშრუტის დასრულებისთანავე — უმეტეს შემთხვევაში სამუშაო სრულდება დაახლოებით 13:00-14:00 საათისთვის;
  • * სტაბილურ სამუშაო გარემოსა და განსაზღვრულ სამუშაო პროცესს.

ძირითადი მოვალეობები:

  • * ზედნადების შესაბამისად შეკვეთების დათვლა და მანქანის დატვირთვა;
  • * პროდუქციის დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტებში;
  • * ობიექტების მომარაგება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით;
  • * მიწოდებული პროდუქციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი.

მოთხოვნები:

  • * B კატეგორიის მართვის მოწმობა და მექანიკური გადაცემათა კოლოფის მართვის გამოცდილება;
  • * თბილისის უბნებისა და ქუჩების კარგი ცოდნა;
  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • * კარგი მათემატიკური უნარები;
  • * ენერგიულობა და პუნქტუალურობა;
  • * დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პირობები:

ანაზღაურება: 1 200 ლარი

სამუშაო ადგილი: თბილისი;

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, მარშრუტის დასრულებამდე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელფოსტაზე: hr@meputkre.com

ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "დისტრიბუტორი".