W
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 20/10/2026

დიზაინის არქიტექტორი

domainWei Yap Architects
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"Wei Yap Architects" არის დიზაინზე ორიენტირებული საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია, რომელიც დაფუძნებულია თბილისში.

ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის პროექტებზე: საცხოვრებელი, მრავალფუნქციური და ურბანული მიმართულებით, როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

ჩვენი გუნდი აერთიანებს ქართველ და საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტორებს, ურბანისტებსა და დიზაინერებს.

"Wei Yap Architects"-ში ვეძებთ დიზაინის არქიტექტორს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

  • * არქიტექტურული დიზაინის განვითარებაში მონაწილეობა - კონცეფციის შექმნიდან ესკიზურ ეტაპამდე;
  • * ზუსტი და დეტალური 3D მოდელების შექმნა ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორებიცაა SketchUp ან Rhino;
  • * მაღალი ხარისხის ვიზუალიზაციებისა და რენდერების მომზადება D5 Render-ის ან Enscape-ის მეშვეობით;
  • * პრეზენტაციის მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება შიდა და გარე დაკავშირებული მხარეებისთვის;
  • * ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
  • * აუცილებელია მინ. 2-წლიანი გამოცდილება 3D ვიზუალიზაციის სფეროში;
  • * SketchUp, Rhino, D5 Render და/ან Enscape პროგრამების ცოდნა;
  • * AI-ზე დაფუძნებული დიზაინის ინსტრუმენტების ცოდნა იქნება დამატებითი უპირატესობა.
  • * ინგლისური ენის ცოდნა.

სავალდებულოა პორტფოლიოს ატვირთვა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.