ექიმი-ლაბორანტი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ექიმი ლაბორანტი
ექიმი ლაბორანტი
ექიმი ლაბორანტის ასისტენტი
ექიმი-ლაბორანტი
მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია "მედ დიაგნოსტიკა" 2020 წელს დაარსდა. ჩვენი გუნდის მიზანია საქართველოში დანერგოს საერთაშორისო სტანდარტის მოლეკულურ-გენეტიკურ მეთოდზე დაფუძნებული კვლევები. "მედ დიაგნოსტიკა" პაციენტებს ასევე სთავაზობს სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას: 200-მდე ბიოქიმიურ და სისხლის ანალიზს; COVID 19-ის მიმართულებით კვლევებს როგორც ადგილზე, ისე გამოძახებით.
"მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-ლაბორანტის პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით
ფუნქცია-მოვალეობები:
- * ლაბორატორიის ყველა მიმართულებაში არსებული ანალიზატორების სრული ოპერატორული და ფუნქციური მომსახურების უზრუნველყოფა;
- * კალიბრაციის და შიდალაბორატორიული კონტროლის პროცედურების უზრუნველყოფა მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად დადგენილი პროცედურის მიხედვით;
- * ხარისხის გარე კონტროლის პროცედურების შესრულება და შედეგების ონლაინ პლატფორმაზე ატვირთვა; შედეგების სტატისტიკური ანალიზის ჯგუფური განხილვა, არავალიდური გადახრების ანალიზი, პოტენციური მიზეზების გამოვლენა და აღმოფხვრის პროცედურების განხორციელება;
- * ოპერატორული მოვლის "maintenance" პროცედურების უზრუნველყოფა მწარმოებლის კალენდრის მიხედვით და შესაბამისი დოკუმენტირება აღრიცხვის ფორმაში;
- * საანალიზო პროცედურების შესრულება დროულად და ხარისხიანად;
- * გამოკვლევის შედეგების დამუშავება, შესაბამისობის კონტროლი და ვალიდაცია ლაბორატორიულ საინფორმაციო სისტემაში;
- * რეაქტივების, საკალიბრო მასალების და საკონტროლო ხსნარების ვადების ქრონოლოგიის მკაცრი დაცვა; მარაგების თვალყურის მიდევნება; მარაგების მართვის სპეციალისტთან ერთად მარაგების აღწერების პროცესების უზრუნველყოფა და წარმოშობილი აუცილებლობების იდენტიფიცირება და მონიტორინგი;
- * სამუშაო პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემური საკითხის განხილვა ლაბორატორიის ადმინისტრაციულ გუნდთან;
- * შიდა პროცედურებში განსაზღვრული მოვალეობების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- * უმაღლესი განათლება - სამედიცინო განხრით;
- * კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი);
- * ლაბორატორიული პროცესის ეტაპების სრულყოფილი ცოდნა, ანალიზური და პოსტანალიზური პროცედურების უზრუნველყოფა;
- * პროფესიული საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- * ორგანიზებული;
- * დეტალებზე ორიენტირებული;
- * ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- * კომუნიკაბელური.
შერჩევის ეტაპები:
- * რეზიუმეს გადარჩევა;
- * ინდივიდუალური გასაუბრება.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.