ექსპატ ბანკირი ბათუმში
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ვირტუალური ექსპატ ბანკირი
ექსპატ ბანკირი თბილისში
ექსპატ სესხის ოფიცერი ბათუმში
საშუალო ბიზნესის უფროსი ბანკირი - თბილისი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/0Ym3R3i
დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი
პოზიცია: ექსპატ ბანკირი
სამუშაო ადგილი: ბათუმი
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით,
საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ
დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის
და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული
გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს
სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
კორპორატიულ ღონისძიებებს;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
#გახდიკრედოელი და შემოუერთდი ჩვენსგუნდს ექსპატ ბანკირის
პოზიციაზე!
პოზიციის მიზანია:
ექსპატ ბანკირი პასუხისმგებელია მიზნობრივ სეგმენტზე საბანკო მომსახურების პროდუქტის გაყიდვაზე და ხარისხიანი, მაღალი სტანდარტების მომსახურების გაწევაზე.
სამუშაო აღწერილობა:
ექსპატ კლიენტების იდენტიფიცირება და მოზიდვა;
ექსპატ კლიენტებისთვის კრედო ბანკის სრული სპეტრის პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა;
ექსპატ კლიენტების კონსულტაცია- დასახული ამოცანების და საჭიროებების შესაბამისად ექსპატ მომხმარებლების პორტფელის განვითარება;
მუდმივი კონტაქტი ექსპატ კლიენტებთან და მათთვის ახალი დანერგილი პროდუქტების/მომსახურების გაცნობა და შეთავაზება;
ექსპატ კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა;
ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
სავალდებულოა საბანკო სექტორში საკრედიტო ან საოპერაციო გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
გაყიდვისა და მომსახურების კარგად განვითარებული უნარები;
ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
სიახლის, ინოვაციების მარტივად მიღების უნარი;
გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 22 ოქტომბერი, 2026 წელი.
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი