Გ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 28/09/2026scheduleბოლო ვადა: 28/10/2026

ექსპორტისა და იმპორტის მენეჯერი

domainგურული ნენა
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა"-ის, შვილობილი კომპანია შპს "გურული ნენა" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტისა და იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი;

სამუშაო გრაფიკი: სრული;

ანაზღაურება: შეთანხმებით;

ძირითადი მოვალეობები:

  • * კომპანიის არსებულ საერთაშორისო კლიენტებთან კომუნიკაციის შენარჩუნება და გაძლიერება, მათი საჭიროებებისა და მოთხოვნების შესწავლა;
  • * საერთაშორისო ბაზრების კვლევა, ახალი ბაზრებისა და მომხმარებელთა სეგმენტების იდენტიფიცირება;
  • * უცხოელ (პოტენციურ და არსებულ) კლიენტებთან კომუნიკაცია, კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და კონტრაქტების მომზადება/გაფორმება;
  • * ფასების პოლიტიკისა და კომერციული შეთავაზებების მომზადება საბაზრო პირობებისა და კონკურენტული გარემოს გათვალისწინებით;
  • * კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია, ინდივიდუალური და სტანდარტული კომერციული შეთავაზებების მომზადება;
  • * შეკვეთების დაგეგმვა, კონტროლი და კოორდინაცია ლოჯისტიკურ კომპანიებთან, მიწოდების ვადების დაცვის უზრუნველსაყოფად;
  • * საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება (ინვოისები, პაკინგ-ლისტები, წარმოშობის სერტიფიკატები და სხვა თანდართული დოკუმენტაცია);
  • * გაყიდვების ანგარიშების მომზადება და მენეჯმენტისთვის რეგულარულად წარდგენა;
  • * კლიენტებთან ურთიერთობისას წარმოქმნილი პრეტენზიების ოპერატიული განხილვა და მოგვარება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • * საერთაშორისო გადაზიდვებისა და საბაჟო პროცედურების ცოდნა;
  • * რუსული და ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე; დამატებითი ენები ჩაითვლება უპირატესობად;
  • * საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint, Outlook) ;
  • * ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული უნარები:

  • * მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
  • * შედეგზე ორიენტირებულობა და ინიციატივიანობა;
  • * საერთაშორისო ბიზნესგარემოსთან ადაპტაციის უნარი;
  • * დეტალებზე ორიენტაცია, განსაკუთრებით საექსპორტო დოკუმენტაციასთან მუშაობისას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე oldkakheti@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ექსპორტის და იმპორტის მენეჯერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."