Ქ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 22/09/2026scheduleბოლო ვადა: 22/10/2026

ექთანი-ფლებოტომისტი

domainქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას: ექთანი-ფლებოტომისტი.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული (09:00-18:00 სთ).

ჩვენ გთავაზობთ:

  • * პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
  • * მხარდამჭერ სამუშაო გარემოსა და ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
  • * გამოცდილ პროფესიონალთა გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • * პაციენტებისთვის ვენური სისხლის აღების პროცედურის უსაფრთხოდ და მაღალი სტანდარტით ჩატარება;
  • * აღებული ბიოლოგიური მასალის შესაბამის სინჯარებში მოთავსება და დახარისხება წესებისა და პროტოკოლის სრული დაცვით;
  • * შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის დროული და აკურატული წარმოება;
  • * ასეპტიკა-ანტისეპტიკის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * საშუალო/პროფესიული ან უმაღლესი სამედიცინო განათლება (ექთნის კვალიფიკაცია);
  • * ვენიდან სისხლის აღების პრაქტიკული გამოცდილება;
  • * პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • * დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • * დროის ეფექტურად მართვისა და ორგანიზებულობის უნარი;
  • * ინფორმაციის ანალიზისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • * დისციპლინა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@krc.ge. Subject-ველში მიუთითეთ: "ექთანი-ფლებოტომისტი".

რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" დაამუშავებს თქვენს მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.