C
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 29/09/2026scheduleბოლო ვადა: 15/10/2026

ელექტროტექნიკოსი

domainCoteccons Construction
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

სამშენებლო კომპანია "კოტეკონს ქონსთრაქშენ" თბილისში მიმდინარე პროექტისთვის ეძებს ელექტრო ტექნიკოსს.

კომპანია, 20 წელზე მეტი გამოცდილებით, ვიეტნამის ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ახორციელებს მსხვილმასშტაბიან საცხოვრებელ, კომერციულ, სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

საქართველოში მიმდინარე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი კომპანიის გრძელვადიან ხედვას, მაღალ ამბიციებსა და ქართული სამშენებლო სექტორის განვითარებაში აქტიურ ჩართულობას უსვამს ხაზს.

ვეძებთ შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობიან ადამიანს, რომელიც ობიექტზე ფიზიკურად შეასრულებს ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებს, სურს განვითარება და გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად საერთაშორისო სტანდარტების მქონე პროექტზე მუშაობა.

სამუშაო პირობები:

  • * სამუშაო განაკვეთი - სრული, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
  • * სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, პატარა ლილო
  • * ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • * კომპანიის მიერ სრულად დაფინანსებულ სამედიცინო დაზღვევას;
  • * კორპორაციულ სიმ-ბარათს უფასო ინტერნეტითა და სალაპარაკო წუთებით;
  • * სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • * ობიექტზე ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების ფიზიკურად შესრულება (კაბელების გაყვანა, როზეტების, ჩამრთველებისა და სანათების მონტაჟი);
  • * ელექტრო ფარების აწყობა, შეერთება და მონტაჟი;
  • * სამშენებლო მოედანზე დროებითი ელექტრომომარაგების მოწყობა და მომსახურება;
  • * ელექტრო ქსელისა და მოწყობილობების დაზიანების აღმოჩენა და შეკეთება;
  • * სამუშაოების შესრულება ნახაზებისა და ზედამხედველის მითითებების შესაბამისად;
  • * ელექტროუსაფრთხოებისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

მოთხოვნები:

  • * ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამშენებლო ობიექტზე);
  • * უმაღლესი/პროფესიული განათლება ელექტრობის მიმართულებით;
  • * ელექტრო სქემებისა და ნახაზების წაკითხვის უნარი;
  • * საზომი ხელსაწყოებით და ელექტრო ინსტრუმენტებით მუშაობის უნარი;
  • * ფიზიკური სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა და სიმაღლეზე მუშაობის მზაობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: b.miminoshvili@coteccons.ge 2026 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კოტეკონს ქონსთრაქშენ" - მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კოტეკონს ქონსთრაქშენ" - ის ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!