Გ
languagehr.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 25/09/2026scheduleბოლო ვადა: 24/10/2026

EMTOP / JADEVER / EINHELL ბრენდის კონსულტანტი

domainგორგია
location_on
ლოკაციათბილისი, ბათუმი, თელავი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროhr.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ბრენდის კონსულტანტის (EMTOP, JADEVER, EINHELL) პოზიციაზე თბილისში - გლდანის, დიდუბის და ლილოს ფილიალებში, ასევე, ბათუმსა და თელავში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.

"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.

კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:

პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;თანამშრომლისთვის განკუთვნის ფასდაკლებას;კვებას;Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ბრენდის უპირატესობების გაცნობა მომხმარებლისთვის;ყოველდღიური ანალიზების კეთება;სტენდის მოწესრიგება;ნაშთების კონტროლი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

ორგანიზებულობა;კომუნიკაბელურობა;დროის ეფექტურად მართვის უნარი;დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებებს!