Ჯ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 05/11/2026

ფილიალის მენეჯერი

domainჯიბე cash & carry
location_on
ლოკაციარუსთავი
payments
ანაზღაურება2100 ლარი / 1900 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"Jibe Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ფილიალის მენეჯერი, ქალაქში - რუსთავი.

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

ფილიალი: რუსთავი, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია

რუსთავი, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია

სამუშაო გრაფიკი: 08:00-16:00 (კვირაში 6 დღე)

ანაზღაურება: 2100 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში I თვეს -1900, II თვე - 2000)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • * პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების უზრუნველყოფა;
  • * პროდუქციის ვადების და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
  • * მაღაზიის სასაქონლო მარაგების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა, მათ შორის არსებული მარაგების ვადების კონტროლი;
  • * დაქვემდებარებული პერსონალის შრომის ადმინისტრირება;
  • * ინვენტარიზაციის პროცესების წარმართვა, მაღაზიაში არსებული მატერიალური ფასეულობების მუდმივი კონტროლის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • * აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
  • * პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Vacancy@jibe.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/m8pMphqb