Კ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 29/09/2026scheduleბოლო ვადა: 29/10/2026

ფილიალის მენეჯერი

domainკონტაქტჰოუმი
location_on
ლოკაციაქუთაისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"Kontak"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!

ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და

სხვა).

უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.

ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

ფილიალის მენეჯერის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება:

  • * მაღაზიის პერსონალის ეფექტური მართვა;
  • * მაღაზიის პერსონალის მიერ მომხმარებელთა სრულყოფილი მომსახურების კონტროლი, კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • * მაღაზიაში პროდუქციის განთავსების ორგანიზება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • * ფასმაჩვენებლების მოწესრიგებულობისა და ეფექტური განთავსების კონტროლი;
  • * სალაროს პროგრამული და რეალური ნაშთის გადამოწმება და მეილის საშუალებით ქსელის მმართველთან დაფიქსირება;
  • * საქონლის მარაგების ნაშთების კონტროლი, დეფექტური მარაგების აღრიცხვა და მართვა პროცედურების შესაბამისად;
  • * ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;

ჩვენს გუნდში ვეძებთ ფილიალის მენეჯერს, რომელსაც აქვს:

  • * უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
  • * ტექნიკის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
  • * ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • * კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • * ეფექტური კომუნიკაციის, დაგეგმვისა და სტრატეგიული ხედვის უნარი;
  • * გუნდის ეფექტური მართვის უნარი;

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

  • * მოქნილ სამუშაო გრაფიკს: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე, შეთანხმებით 2 დასვენების დღე;
  • * ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
  • * ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას (ინდივიდუალური და საოჯახო);
  • * Fitpass;
  • * წელიწადში 3 ანაზღაურებად Day Off-ს;
  • * კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 29 ოქტომბერი .

(გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("Subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ფილიალის მენეჯერი, ქუთაისი").

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში — შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.